თორნიკე შენგელია "ფუენლაბრადასთან" შეუჩერებელი იყო - ცსკა-სთან მას არ გაუმართლა

AutoSharing Option
28 აპრილს, ლიგა ენდესას 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ვიტორიაში 101:92 დაამარცხა "ფუენლაბრადა".

ტრავმის მორჩენის შემდეგ შენგელიამ საუკეთესო მატჩი ჩაატარა: 26:54 წუთში 22 ქულა (10-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 36 იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

რა თქმა უნდა, ცსკა სულ სხვა დონის გუნდია, მაგრამ ძალიან გაუმართლა, რომ ევროლიგის მეოთხედფინალის წინ თორნიკე ფორმაში არ იყო. თანდათან აუმჯობესებდა თამაშს, მაგრამ ბოლომდე თავისი მაღალი კლასი ვერ აჩვენა. ამას
გარდა, ფეხის თითის ტრავმა მიიღო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა, რომელსაც "ფუენლაბრადასთანაც" არ უასპარეზია.

"ბასკონია" 21 მოგებით მესამე ადგილზეა, ლიდერ "ბარსელონას" 2, ხოლო მეორეადგილოსან "რეალს" 1 მოგებით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
საინტერესოა კევინ დიურანტი რომ ყოფილიყო ბასკონიაში ცსკა -ს დაცვა რას იზამდა?!
aburjga
18:54 29-04-2019
0
იქნება გენაცვალეთ უმაღლესი დონდ იმდენ ფულს ხარჯავენ...თან რამდენი რუსი თამაშობს არ დაგავიწყდეთ ან თუ თამაშობენ რას წარმოადგენენ გუნდში...ბასკონია კიდევ ფულს არ ხარჯავზ ტიპებმა ტიმა და ბობუა გაუშვეს და ოთხთა ფინალი უნდა ვითამაშოთო, მოგყავს ხალხი რომლებსაც ევროლიგის გამოცდილება არ აქვთთთ...თოკო კიდევ თავის პოზიციაზე საუკეთესოა ევროპაში უბრალოდ სროლა გააუმჯობესოს და კარგი ფსიქოლოგიც არ აწყენდა
აბგდ
11:34 29-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული