Forbes: ზაზა ფაჩულია "დეტროიტის" გასახდელში ლიდერი იყო, თუმცა...

AutoSharing Option
"დეტროიტ პისტონსმა" რეგულარული სეზონი წარმატებით ჩაამთავრა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა პირველივე დუელში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულს, "მილუოკი ბაქსს" დაუპირისპირდა და უშანსოდ (0:4) დამარცხდა.

გავლენიანი Forbes-ის საკალათბურთო მიმომხილველმა დანკან სმიტმა "დეტროიტის" მოთამაშეების განვლილი სეზონი მიმოიხილა.

გამოცემამ ქართველი ცენტრი B ქულით შეაფასა და გუნდიდან წასვლა უწინასწარმეტყველა.

"ფაჩულიამ სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა თებერვლის დასაწყისიდან ყველაფერი უკან წავიდა. ქართველი ცენტრი გასახდელში ლიდერი იყო, თუმცა პარკეტზე მისი მოქმედება სეზონის ბოლოსთვის ნამდვილ პრობლემას წარმოადგენდა.

გასულ ზაფხულს მან კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გასაკვირი იქნება, თუ
მას "პისტონსში" მომავალ სეზონშიც ვიხილავთ. სავარაუდოდ, მის ნაცვლად ასევე გამოცდილ ცენტრს მოიყვანენ, რომელსაც მინიმალურ კონტრაქტს გაუფორმებენ", - წერს Forbes-ი.

მიმდინარე სეზონში ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე საშუალოდ 3.9 ქულა და ამდენივე პასია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბლეიკ გრიფინია ცოდო, ძალიან ძლიერია და უტიტულოდაა!
aburjga
12:32 01-05-2019
0

სიახლეები პოპულარული