ამერიკული გამოცემა lasportshub.com-ი აქვეყნებს სტატიას, სათაურით - "ლოს ანჯელეს ლეიკერსი": სამი ცენტრი, რომელიც 2019 წლის დრაფტის წინ უნდა იცოდეთ".
ანალიტიკოსი ჯეისონ რიდი ერთ-ერთ ასეთ ცენტრად 19 წლის ქართველს, გოგა ბითაძეს მიიჩნევს.
"არა, გოგა ბითაძე ჯორჯიელი ბულდოგი არ არის, ის საქართველოდანაა და აქვს რაღაც, რაც ნაიჯელ ჰეისს და სხვა პოტენციურ ახალწვეულებს არ აქვთ: პროფესიონალური გამოცდილება.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 19 წლისაა, ბითაძეს ევროპაში თამაშის ოთხწლიანი სტაჟი აქვს.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ლუკა დონჩიჩმა გააქარწყლა სტერეოტიპი, რომელიც უცხოეთიდან მოყვანილი კალათბურთელების მიმართ არსებობდა.
ბითაძე ქულების ამღები მოთამაშეა, მას პარკეტზე გადაადგილება შეუძლია. ის დაცვაში საუკეთესო ნამდვილად არ არის, თუმცა შესანიშნავი ბლოკის დაყენება შეუძლია", - ვკითხულობთ lasportshub.com-ზე.
NBA-ს დრაფტი 20 ივნისს გაიმართება.