"მას აქვს ის, რაც სხვებს არ აქვთ" - "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" გოგა ბითაძეს ურჩევენ

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა lasportshub.com-ი აქვეყნებს სტატიას, სათაურით - "ლოს ანჯელეს ლეიკერსი": სამი ცენტრი, რომელიც 2019 წლის დრაფტის წინ უნდა იცოდეთ".

ანალიტიკოსი ჯეისონ რიდი ერთ-ერთ ასეთ ცენტრად 19 წლის ქართველს, გოგა ბითაძეს მიიჩნევს.

"არა, გოგა ბითაძე ჯორჯიელი ბულდოგი არ არის, ის საქართველოდანაა და აქვს რაღაც, რაც ნაიჯელ ჰეისს და სხვა პოტენციურ ახალწვეულებს არ აქვთ: პროფესიონალური გამოცდილება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 19 წლისაა, ბითაძეს ევროპაში თამაშის ოთხწლიანი სტაჟი აქვს.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ლუკა დონჩიჩმა გააქარწყლა სტერეოტიპი, რომელიც უცხოეთიდან მოყვანილი კალათბურთელების მიმართ არსებობდა.

ბითაძე, დიდი ალბათობით, დრაფტზე უფრო დაბლა იქნება, ვიდრე ჰეისი იყო, თუმცა გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს, თუ მას თავიდანვე აირჩევენ.

ბითაძე ქულების ამღები მოთამაშეა, მას პარკეტზე გადაადგილება შეუძლია. ის დაცვაში საუკეთესო ნამდვილად არ არის, თუმცა შესანიშნავი ბლოკის დაყენება შეუძლია", - ვკითხულობთ lasportshub.com-ზე.

NBA-ს დრაფტი 20 ივნისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს თუ მართლა ასე გამოვიდა გამოდის რომ გოგა ლებრონ ჯეიმსის გვერდით ითამაშებს.. ღმერთმა ქნას და ეს სიმართლე იყოს კიდევ ერთი ქართველით ვიამაყებთ ნბაში ... მერე ყველანი ლეიკერს ვბალეიშიკობთ... გოგა და ლებრონ ,,მეფე ,,ერთადდ .. ძან მაგრი იქნება
reali
15:25 03-05-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული