5 მაისს, სერბეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში გოგა ბითაძის "მეგა ბემაქსმა" სტუმრად 105:80 დაამარცხა "სლობოდა".
ბითაძემ 18 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
ის ახლახან დაბრუნდა "მეგა ბემაქსში" და მისი მონაწილეობით ბელგრადულმა გუნდმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.
"მეგა ბემაქსი" 2 მოგებით ჯერჯერობით B ჯგუფის ლიდერია და 9 მაისს გასვლაზე "დინამიკს" შეხვდება.