ბექა ბურჯანაძე უშუალო კონკურენტის დამარცხებაში "გიპუსკოას" 13 ქულით დაეხმარა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "გიპუსკოა" თითქოს ლიგა ენდესადან გავარდნისთვის განწირული იყო, მაგრამ უკანასკნელ ხანს უკეთ ათამაშდა, დარჩენის შანსი გაუჩნდა და ამაში დიდი წვლილი ჩვენებურს მიუძღვის.

5 მაისს, "გიპუსკოამ" სტუმრად დაამარცხა უშუალო კონკურენტი "მურსია" - 74:61.

ბურჯანაძემ 29:22 წუთში13 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

"გიპუსკოა" 10 მოგებით მე-16 ადგილზეა, გასავარდნ ზონაში მყოფ "მურსიას" 1 მოგებით გაასწრო და 9 მაისს "ბასკონიას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული