ბექა ბურჯანაძის "გიპუსკოა" თითქოს ლიგა ენდესადან გავარდნისთვის განწირული იყო, მაგრამ უკანასკნელ ხანს უკეთ ათამაშდა, დარჩენის შანსი გაუჩნდა და ამაში დიდი წვლილი ჩვენებურს მიუძღვის.
5 მაისს, "გიპუსკოამ" სტუმრად დაამარცხა უშუალო კონკურენტი "მურსია" - 74:61.
ბურჯანაძემ 29:22 წუთში13 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
"გიპუსკოა" 10 მოგებით მე-16 ადგილზეა, გასავარდნ ზონაში მყოფ "მურსიას" 1 მოგებით გაასწრო და 9 მაისს "ბასკონიას" უმასპინძლებს.