"ლიგა ენდესას" ოფიციალურმა ვებგვერდმა ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის საუკეთესო ხუთეული შეადგინა, სადაც ქართველი მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელიაც მოხვდა.
"თორნიკე შენგელიამ იცის, როგორ ითამაშოს დაცვაში, მაგრამ ამ ყველაფერს 3 ართმევა და ჩაჭრა დაუმატა. 30-ე ტურში იგივე შედეგის მქონე რამდენიმე მოთამაშე იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი შედეგიანობა 23 იყო, რის გამოც თორნიკე ამ სიაში მოხვდა", - ვკითხულობთ acb.com-ზე.
"ბასკონია" 30 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილს იკავებს და პლეი-ოფში ითამაშებს.