NBA-ს დრაფტამდე გოგა ბითაძე მოთელვას სერბეთის ჩემპიონატში გადის - "ტამისს" 20 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
გოგა ბითაძე, რომელსაც ზაგხულში NBA-ს დრაფტი ელის, სერბეთის ჩემპიონატში თამაშობს.

12 მაისს, ბითაძის "მეგა ბემაქსმა" საკუთარ მოედანზე "ტამისი" 102:64 გაანადგურა.

გოგამ 20:42 წუთში 20 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 3 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება მიითვალა.

"მეგა ბემაქსი" B ჯგუფში 4 მოგებით მეორე ადგილზეა და 16 მაისს ლიდერ "პარტიზანს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული