გოგა ბითაძე, რომელსაც ზაგხულში NBA-ს დრაფტი ელის, სერბეთის ჩემპიონატში თამაშობს.
12 მაისს, ბითაძის "მეგა ბემაქსმა" საკუთარ მოედანზე "ტამისი" 102:64 გაანადგურა.
გოგამ 20:42 წუთში 20 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 3 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება მიითვალა.
"მეგა ბემაქსი" B ჯგუფში 4 მოგებით მეორე ადგილზეა და 16 მაისს ლიდერ "პარტიზანს" უმასპინძლებს.