გალა-დაჯილდოებაზე გოგა ბითაძეს ევროლიგის ამომავალი ვარსკლავის პრიზი გადასცეს

AutoSharing Option
19 მაისს ვიტორიაში ევროლიგის ოთხთა ფინალის გადამწყვეტ მატჩში მოსკოვის ცსკა თურქულ "ეფესს" დაუპირისპირდება. 18 მაისს კი ევროლიგის გალა-დაჯილდოება ჩატარდა.

ევროლიგის სეზონის გამორჩეულთა დაჯილდოებაზე პრიზი მიიღო ევროლიგის სეზონის ამომავალმა ვარსკვლავმა გოგა ბითაძემ. შეგახსენებთ, რომ შარშან ეს პრიზი ლუკა დონჩიჩმა დაიმსახურა, წელს კი ევროლიგის მწვრთნელებმა ყველას გოგა არჩიეს. პრიზი გოგამ თავად დუშან ივკოვიჩისგან მიიღო.

"ყველას დიდი მადლობა ამ პრიზისთვის. მინდა ყველა ახალგაზრდა კალათბურთელს ვუთხრა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მე არ ველოდი, რომ ამ პრიზის მფლობელი გავხდებოდი. ის კი არა, არც ევროლიგაში თამაშს ველოდი.
არადა, ეს ყველაფერი მოხდა - ასე რომ, ყველაფერი მართლა შესაძლებელია", - განაცხადა ბითაძემ.

გოგა ბითძე NBA-ის დრაფტზე 20 ივნისს წარსდგება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები გოგას !
koki
17:40 19-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული