გოგა ბითაძემ სერბეთის ჩემპიონატზე ჩინებული მატჩი ჩაატარა.
16 მაისს, ბითაძის "მეგა ბემაქსი" ლიდერ "პარტიზანთან" კი დამარცხდა 81:90, მაგრამ ეს ჩვენთვის მეორეხარისხოვანია - მთავარია, ქართველმა ცენტრმა გაიბრწყინა და NBA-ს სკაუტებს აჩვენა, რისი შნო და მარიფათი აქვს.
გოგამ 29:19 წუთში 26 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 17-დან 13 საჯარიმო), 15 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა.
ის "მეგა ბემაქსში" დაბრუნების შემდეგ მიჯრით მესამე მატჩში 18+ ქულას აგდებს.
"მეგა ბემაქსი" 4 მოგებით B ჯგუფში მე-2 ადგილზეა და 19 მაისს სტუმრად "ნოვი პაზარს"
შეხვდება.
ნამატჩევს ბითაძე პრესკონფერენციაზე მწვრთნელთან, დეიან მილოიევიჩთან ერთად მივიდა და თქვა, რომ დაცვაში სუსტად ითამაშეს და ეს მეტოქემ გამოიყენა.