გოგა ბითაძე ზაზა ფაჩულიას გზაზე - ქართველ ტალანტს "დეტროიტს" და "ატლანტას" უკავშირებენ

AutoSharing Option
ამერიკულმა გამოცემამ, Bleacherreport.com-მა, რომელიც დრაფტის შესახებ ყოველდღიურად ახალ პროგნოზს აქვეყნებს, 28 და 29 მაისს საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა.

28 მაისის პროგნოზში გამოცემა 19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს დრაფტის მე-15 ნომრად მოიაზრებს და "დეტროიტ პისტონსს" უკავშირებს.

სწორედ ამ გუნდში გაატარა ბოლო სეზონი ვეტერანმა ზაზა ფაჩულიამ, თუმცა კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და ამჯერად უკლუბოდაა. მისი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს იწურება, თუმცა რეგულარული სეზონი უკვე დასრულებულია.

"ბითაძე აშშ-ში გადმოსვლამდე სერბეთში თამაშობდა, სადაც მაისში მატჩში საშუალოდ 19.8 ქულას აგდებდა. მისი შედეგიანობა მას შემდეგ კიდევ უფრო
გაიზარდა, რაც სამქულიანი სროლა გააუმჯობესა და უფრო მრავალმხრივი გახდა", - ვკითხულობთ Bleacherreport.com-ზე.

29 მაისს გამოქვეყნებულ პროგნოზში კი გოგა ბითაძე 5 საფეხურით წინ არის წაწეული, მე-10 ნომრად განიხილება და მას "ატლანტას" უკავშირებენ, კლუბს, სადაც ზაზა ფაჩულიამ ყველაზე დიდი დრო გაატარა.

NBA-ს დრაფტი 20 ივნისს ნიუ-იორკში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯერ ბევრი უნდა ივარჯიშოს რომ რაღაცას მიაღწიოს და შერმადინივით არ შემოგვაბერდეს.
sdfffff
01:44 31-05-2019
2
მიყვარს და პატივს ვცემ ესეთ ახალგაზრდებს, როგორიც გოგაა, გიორგი ჩაკვეტაძეა, პატრიოტები, თავდაბლები, შრომისმოყვარეები, მიზანდასახულები, არავითარი ამპარტავნობა, ვუსურვებ მათ წარმატებებს და კარიერას სერიოზული ტრავმის გარეშე, ღმერთმა გვიმრავლოს ესეთი ახალგაზრდები ყველა სფეროში!
llcl
14:17 30-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული