გოგა ბითაძე "ფიგაროა" - აშშ-დან დროებით დაბრუნდა და "ტამისს" 13 წუთში 19 ქულა (6-დან 5 სამქულიანი) ჩაუგდო

AutoSharing Option
ფრიად უცნაურ და მრავალფეროვან სეზონს ატარებს 19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე - ჯერ "მეგა ბემაქსში" თამაშობდა, შემდეგ - "ბუდუჩნოსტში", იქიდან "მეგა ბემაქსში" დაბრუნდა, ამას წინათ წინასადრაფტო ვარჯიშებზე აშშ-ში გადაფრინდა, ახლა კი ევროპაში დროებით დაბრუნდა და 30 მაისს "მეგა ბემაქსს" სერბეთის ჩემპიონატის მეათე ტურში "ტამისის" განადგურებაში (121:69) დაეხმარა.

სტუმრად ჩატარებულ მატჩში ბითაძე დიდად არც დატვირთულა, მხოლოდ 13:12 წუთი ითამაშა და 19 ქულის ჩაგდება მოასწრო. 6-დან 5 სამქულიანი (!) ჩააგდო.

ამას გარდა, გოგამ 3 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარებაც მიითვალა.
მოკლედ, ძალიან მაგარია და კარიერაში უდიდესი ნახტომის წინ მშვენიერ მოთელვასაც გადის.

შეგახსენებთ, დრაფტი 20 ივნისს ნიუ-იორკში ჩატარდება.

რაც შეეხება "მეგა ბემაქსს", 7 მოგებით B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ნახევარფინალში "ცრვენა ზვეზდას" შეხვდება. ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდეა და პირველი მატჩი 2 ივნისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
26 ჩააგდო თუ 19??)))
თაზო
01:21 31-05-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული