გოგა ბითაძეს ამერიკელი ჟურნალისტები უტაქტოდ მოექცნენ - მას შენგელია, უეიდი და გრინი ამხნევებენ

AutoSharing Option
20 ივნისს NBA-ს დრაფტი ჩატარდება და რომელიმე ამერიკულ გუნდში ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის არჩევას ველით, 19 ივნისს კი ჟურნალისტების წინაშე ბითაძე და სავარაუდო პირველი პიკი ზიონ უილიამსონი წარდგნენ.

იქაური მედიის მთელი ყურადღება უილიამსონმა მიიქცია და გოგა უყურადღებოდ დარჩა.

ბითაძე ცნობილმა კალათბურთელებმა გაამხნევეს:

საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია: "ეს სურათი კარგად დაიმახსოვრეთ, ბითაძე ყველას შეგახსენებთ თავს".

NBA-ს სამგზის ჩემპიონი დუეინ უეიდი: "ეს მოტივაციისთვის საწვავივით გამოიყენე".

"გოლდენ სტეიტის" კალათბურთელი დრეიმონდ გრინი: "ბითაძემ ამ სურათს ყოველდღე უნდა უყუროს და ყველაფერი ლეწოს".

საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილი: "მათ არ იციან, რეალურად ვინ არის გოგა".

საქართველოს ნაკრებისა და "სეტონ ჰოლის" კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი: "ჩემი ბიჭი ყველაფერს დაიმახსოვრებს! სჯობს ყველამ შეწყვიტეთ თამაში".

განმარტება გოგამაც გააკეთა: "ეს მოტივაციას მძენს. ვიცი, NBA-ს დრაფტი რაც არის და არ მინერვიულია. უფრო ბევრი შრომა მმართებს. უილიამსონი შესანიშნავი კალათბურთელია და გასაკვირი არაფერი არ მომხდარა. ჟურნალისტებმა კითხვები მეც დამისვეს. არ გავბრაზებულვარ".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 29 /
ეგ არაფერი, ეგეთებიც ხდება, რაც იმ მომენტში შენ გულსა და სულში ხდებოდა ყველაფერი მოედანზე გადაიტანე და მერე რიგში ჩადგებიან.
Zero
20 ივნისი 2019 09:00
0
ფარს რო დაამსხვრევს თავზე ბევრ ვარსკვლავს-მერე გამოიტანეთ ეს სურათი.
Rezo
20 ივნისი 2019 08:58
0
გული არ გაიტეხო გოგა შენს უკან შენი ქვეყანა დგას და სულ არ გჩირდება მაგათი კითხვები, დრო მოვა და აქეთ შეგეხვეწებიან.წარმატებები
ave
20 ივნისი 2019 02:37
0
დარწმუნებული ვარ გოგა ამ მომენტს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს . წარამტებები უმაგრეს ქართველს
ტოტტი
20 ივნისი 2019 06:12
0
დრო მოვა და გოგასთან ინტერვიუზე ხვეწნა მოგიწევთ!
barsa
20 ივნისი 2019 02:28
0
ამერიკელებისგან სხვას რას უნდა ელოდებოდე კიდევ ბევრჯერ გვანახებენნ მათ რეალირ სახეს,, ჯერ ფაჩულიას ოლსტარში მოხვედრის გამო წესები შეცვალეს ეხლა ეს .. მაგრამ გოგა შენ დაუმტკიცებ რომ უმაგრესი ხარ და ამ ფოტოს გამო ბოდიშს მოგიხდიან
reali
20 ივნისი 2019 05:34
18
ყოჩაღ გოგა,ღირსეული და თავმდაბალი კაცი ხარ,გისურვებ დიდ წარმატებებს კარიერაში და ცხოვრებაში,შრომა,შრომა და შრომა,უფალი გწყალობდეს
დავით
20 ივნისი 2019 08:43
0
გული არ გაიტეხო ძმაო ყველაფერი კარგად იქნება
temo
20 ივნისი 2019 14:43
1
უბრალოდ ეგ ხალხი შენკენ მოაბრუნე ❤ შენ შეგიძლია ამის გაკეთება
რამნიშვნელობა აქ
20 ივნისი 2019 11:44
1
იქნება და ცოტა ხანში სულ აახიოს ის ჟურნალისტები
HmHmHm
20 ივნისი 2019 03:36
1

სიახლეები პოპულარული