გოგა ბითაძე ფოტოს გამოეხმაურა: როცა ამას ვუყურებ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე Eurohoops TV-სთან საუბარში გამოეხმაურა გუშინდელ ფოტოს, რომელშიც ჩანს, რომ ჟურნალისტები ზაიონ უილიამსონთან არიან მისულები, ხოლო გოგა მარტო არის დარჩენილი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა გრძნობა ეუფლება ამ ყველაფერზე, გოგა პასუხობს:

"როცა ამას ვუყურებ, უფრო მოწყურებული და თავმდაბალი ვხდები. ის ძალიან კარგი კალათბურთელია და არ მიკვირს, რომ ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი. ეს მე საერთოდ არ მაწუხებს. მოდიოდა ჩემთან ხალხი და მისვამდა შეკითხვებს, ამიტომ ამაზე არც ვდარდობ. ეს ყველაფერი კარგი იყო და აღფრთოვანებული ვარ ამ პროცესით", - თქვა ახალგაზრდა
ქართველმა ცენტრმა.

მოგეხსენებათ, დღეს ღამით NBA-ს დრაფტის 2019 წლის ღონისძიება გაიმართება. გოგა ბითაძე ამ ღონისძიებას დაესწრება და "მწვანე ოთახშიც" საკუთარ ადგილს დაიკავებს.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგა, შენი თავმდაბლობა მისასალმებელია, მაგრამ ზედმეტიც არ ვარგა. გადი მოედანზე და დაახიე ბურთი მაგათ თავზე! შენ ეს შეგიძლია! დაიმახსოვრე - სპორტში ავტორიტეტი არ არსებობს! როცა იქ დგახარ, გჯეროდეს, რომ შენ ყველზე მაგარი ხარ!

რეალურადაც ეგრეა, ჩემს თვალწინ ბევრი კალათბურთელი გაიზარდა, მაგრამ შენ მათ შორის ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული ხარ!
სტუმარი
16:37 20-06-2019
1

სიახლეები პოპულარული