ამერიკული პრესა გაკვირვებულია - რაში სჭირდებოდა "ინდიანას" გოგა ბითაძე?

AutoSharing Option
დღეს, 21 ივნისს გამართული დრაფტის პირველ რაუნდში ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე "ინდიანა პეისერსმა" მე-18 პიკად აიყვანა. ამერიკულ მედიაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.

ინდიანაპოლისური გამოცემა Indystar საკმაოდ უცნაურად აფასებს "პეისერსის" არჩევანს. გამოცემის თქმით, "ინდიანას", უბრალოდ არ სჭირდებოდა ბითაძე. მიზეზი? კლუბს უკვე ჰყავს ორი მსგავსი ტიპის მოთამაშე: მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი. "პეისერს" პერიმეტრი უნდა გაეძლიერებინა, ამის ნაცვლად კიდევ ერთი მაღალი ბიჭი აიყვანეს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ისინი ენდობიან პრეზიდენტს, თუმცა, ეს გადაწყვეტილება მაინც გაუგებარია. "პეისერსმა" რაღაც უცნაური თამაში წამოიწყო ტერნერთან-საბონისთან-ბითაძესთან ერთად.

ყველაზე საოცარი ის არის, რომ თითქმის არავინ იცოდა ვინ იყო გოგა ბითაძე. არა თუ ჟურნალისტებმა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც არჩევამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგო მის შესახებ.

ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ დრაფტამდე ბითაძე NBA-ს ბევრ კლუბს დაელაპარაკა , ბევრიც იწერებოდა, მაგრამ რომელი კლუბი არ უხსენებიათ არასდროს? დიახ, "ინდიანა პეისერსი".

"ინდიანას" ოთახში სრული სიჩუმე იყო, როცა გამოცხადდა, რომ ბითაძე აიყვანეს. მწვრთნელმა რა თქვა? გუნდში მყოფ საბონისს ჰგავსო. აღნიშნული ეპითეტი შეიძლება ძალიან კარგი იყოს ნებისმიერი კალათბურთელის მიმართ, გარდა იმისა, ვინც რამდენიმე წუთის წინ კლუბში აიყვანე.

იმის გათვალისწინებით, რომ ტერნერი და საბონისი სათამაშო დროს თითქმის ვერ იყოფნენ შარშან, ბითაძე მომავალ პროექტად შეიძლებოდა განგვეხილა, მაგრამ მწვრთნელმა კიდევ რა თქვა? მომავალ წელს სათამაშოდ მზად არისო... ეს კიდე უფრო გასაოცარს ხდის სიტუაციას.

Si.com ასევე მსგავსს აზრს ავითარებს, თუმცა ბითაძის ქებას არ იშურებს. გამოცემის მიხედვით, გოგა მაღალი ბიჭებიდან ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იყო წლევანდელ დრაფტზე, თუ საუკეთესო არა. მას უამრავი თვისება აქვს, რაც პროდუქტიულ მოთამაშედ აქცევს. რაც მთავარია, 19 წლის ასაკში, ის სრულად არის მზად NBA-ში სათამაშოდ, მხოლოდ ერთი პრობლემაა, რამდენად სჭირდება ის "ინდიანას"? თუმცა, მას შეუძლია მალევე გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე გუნდისთვის და NBA-ში თამაშს თავისუფლად გაართვას თავი.

Usatoday კი, მხოლოდ დადებითს ამბობს. გამოცემის მიხედვით, "ინდიანამ" ძალიან კარგი ცენტრი აიყვანა, ევროპის საუკეთესო მოთამაშე. ინდიდნაპოლისელები ძალიან გახარებულები უნდა იყვნენ ამით.

8points9seconds.com ასევე ულოცავს "ინდიანას" დრაფტის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის არჩევას, ოღონდ აღნიშული გამოცემაც კლუბის ახალ თავსატეხზე მიუთითებს, რა უნდა უყონ 3 ცენტრს? თან, სამივე მათგანი იმსახურებს თამაშს. აქიდან გამომდიანარე, საკმაოდ ლოგიკური იქნება რომელიმე მათგანის გაცვლა. თუმცა სანამ აქამდე მივა საქმე, გოგას ქებას არც აღნიშნული გამოცემა იშურებს და წერს, რომ მას ძალიან კარგი კარიერა შეუძლია ჰქონდეს.

Fantasypros.com წერს, რომ ბითაძეს შეუძლია "ინდიანასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. ამისთვის პერიმეტრიდან სროლის გაუმჯობესება და საკუთარი სხეულის გაძლიერება სჭირდება. თუმცა, დღევანდელი მონაცემებითაც, ის ძალიან პერსპექტიული კალათბურთელია.

Basketballinsiders.com აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი ცენტრი "ინდიანას" ძალიან კარგი შენაძენია, თუმცა კიდევ ორი ცენტრის ფონზე, საერთოდ არაა გამორიცხული მისი გაცვლის შესაძლებლობა. საბონისი და ტერნერი ერთად ვერ თამაშობდნენ, მესამე პრეტენდენტი ალბათ, შეუფერებელი იქნება. თუმცა, თუ გოგა დასჯერდება სათადარიგო ცენტრს, მას შეუძლია თავისი უფროსი კოლეგებიდან სასრგებლო თვისებების სწავლა და ამასობაში, ფიზიკასაც გაიუმჯობესებს.

alt"ინდიანა პეისერსის" ფანებო... - ზაზა ფაჩულია დრაფტზე გოგა ბითაძის არჩევას ეხმაურება

altგოგა ბითაძის პირველი კომენტარი NBA-ს დრაფტზე არჩევის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 7 /
ახლა ინდიანას,თავისუფლად შეუძლია ორი ცენტრით თამაშზე გადავიდეს.ორი ცენტრი,ორივე მოძრავი და პერიმეტრიდან მსროლელი...რომელს გინდა მეტოქის ცენტრმა სდიოს?ერთი ესვრის,მეორე ფარზეა.თუ ცენტრი გამოგყვა,მეორე ცენტრი შედის ფარქვეშ,თან მესამე ცენტრიც ეყოლებათ მათი დამსვენებელი და ჯარიმების დაგროვების შემთხვევაში,ჩამნაცვლებელი.შემოდგომამდე გოგა კიდევ მოიმატებს კუნთურ მასას და შენდეგ აუცილებლად მიეცემა სათამაშო დრო
სოსო
24 ივნისი 2019 09:37
0
სიმართლე გითხრათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ვარიანტი იყო ინდიანა... თანახმა ვარ მაგრად ვცდებოდე!
aburjga
22 ივნისი 2019 14:58
1
ერთი რამ ვერ გავიგე აირჩია რას ნიშნავს იქნებ არ მინდა იმ გუნდში თამაში რა არ შეიძლება უარი ვთქვა და სხვასთან გავმართომოლაპარაკება?
Mmm
22 ივნისი 2019 13:11
5
არა, არ შეგიძლია. უფრო სწორად როცა ვინმე აგირჩევს, უარიც რომ თქვა, იმისშემდეგ სავა გუნდს აღარ აქვს არჩევის უფლება. ან საერთოდ უნდა მოიხსნა დრაფტიდან! მონობის თანამედროვე ნაირსახეობაა, იანკების რეცეპტია!
aburjga
22 ივნისი 2019 20:31
1
მაგ სტატიის ავტორი არის ერთი კონკრეტული დიდი დეგენერატი და დამპალი პიროვნება (GREGG DOYEL). დაგუგლეთ და ნახეთ მაგის დამპალი სიფათი. რუსია გენეტიკურად (სკვით-ხაზარი), ლენინის სიფათი აქვს სუფთა. ქართველთმოძულეა ბიოლოგიურად, აიყვანეს გოგა და 1 საათში გააშხვანშვალა ეგ სტატია.
სკაუტ
22 ივნისი 2019 02:12
4
სტატია სულაც რომ არ იყოს შენ ვერ ხვდები, რომ ინდიანა გოგასთვის არ არის სახარბიელო ვარიანტი?!
aburjga
22 ივნისი 2019 20:33
0
რაც მოხდა ის მოხდა მაგრამ მეც ვფიკრობ რომ ეს არაა კაი ვარიანტი.. მაგრამ ვნახოთ დრო ყველაფერს გვიჩვენებს........
reali
21 ივნისი 2019 22:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული