დღეს, 21 ივნისს გამართული დრაფტის პირველ რაუნდში ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე "ინდიანა პეისერსმა" მე-18 პიკად აიყვანა. ამერიკულ მედიაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.
ინდიანაპოლისური გამოცემა Indystar საკმაოდ უცნაურად აფასებს "პეისერსის" არჩევანს. გამოცემის თქმით, "ინდიანას", უბრალოდ არ სჭირდებოდა ბითაძე. მიზეზი? კლუბს უკვე ჰყავს ორი მსგავსი ტიპის მოთამაშე: მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი. "პეისერს" პერიმეტრი უნდა გაეძლიერებინა, ამის ნაცვლად კიდევ ერთი მაღალი ბიჭი აიყვანეს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ისინი ენდობიან პრეზიდენტს, თუმცა, ეს გადაწყვეტილება მაინც გაუგებარია. "პეისერსმა" რაღაც უცნაური თამაში წამოიწყო ტერნერთან-საბონისთან-ბითაძესთან ერთად.
ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ დრაფტამდე ბითაძე NBA-ს ბევრ კლუბს დაელაპარაკა , ბევრიც იწერებოდა, მაგრამ რომელი კლუბი არ უხსენებიათ არასდროს? დიახ, "ინდიანა პეისერსი".
"ინდიანას" ოთახში სრული სიჩუმე იყო, როცა გამოცხადდა, რომ ბითაძე აიყვანეს. მწვრთნელმა რა თქვა? გუნდში მყოფ საბონისს ჰგავსო. აღნიშნული ეპითეტი შეიძლება ძალიან კარგი იყოს ნებისმიერი კალათბურთელის მიმართ, გარდა იმისა, ვინც რამდენიმე წუთის წინ კლუბში აიყვანე.
იმის გათვალისწინებით, რომ ტერნერი და საბონისი სათამაშო დროს თითქმის ვერ იყოფნენ შარშან, ბითაძე მომავალ პროექტად შეიძლებოდა განგვეხილა, მაგრამ მწვრთნელმა კიდევ რა თქვა? მომავალ წელს სათამაშოდ მზად არისო... ეს კიდე უფრო გასაოცარს ხდის სიტუაციას.
Si.com ასევე მსგავსს აზრს ავითარებს, თუმცა ბითაძის ქებას არ იშურებს. გამოცემის მიხედვით, გოგა მაღალი ბიჭებიდან ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იყო წლევანდელ დრაფტზე, თუ საუკეთესო არა. მას უამრავი თვისება აქვს, რაც პროდუქტიულ მოთამაშედ აქცევს. რაც მთავარია, 19 წლის ასაკში, ის სრულად არის მზად NBA-ში სათამაშოდ, მხოლოდ ერთი პრობლემაა, რამდენად სჭირდება ის "ინდიანას"? თუმცა, მას შეუძლია მალევე გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე გუნდისთვის და NBA-ში თამაშს თავისუფლად გაართვას თავი.
Usatoday კი, მხოლოდ დადებითს ამბობს. გამოცემის მიხედვით, "ინდიანამ" ძალიან კარგი ცენტრი აიყვანა, ევროპის საუკეთესო მოთამაშე. ინდიდნაპოლისელები ძალიან გახარებულები უნდა იყვნენ ამით.
8points9seconds.com ასევე ულოცავს "ინდიანას" დრაფტის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის არჩევას, ოღონდ აღნიშული გამოცემაც კლუბის ახალ თავსატეხზე მიუთითებს, რა უნდა უყონ 3 ცენტრს? თან, სამივე მათგანი იმსახურებს თამაშს. აქიდან გამომდიანარე, საკმაოდ ლოგიკური იქნება რომელიმე მათგანის გაცვლა. თუმცა სანამ აქამდე მივა საქმე, გოგას ქებას არც აღნიშნული გამოცემა იშურებს და წერს, რომ მას ძალიან კარგი კარიერა შეუძლია ჰქონდეს.
Fantasypros.com წერს, რომ ბითაძეს შეუძლია "ინდიანასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. ამისთვის პერიმეტრიდან სროლის გაუმჯობესება და საკუთარი სხეულის გაძლიერება სჭირდება. თუმცა, დღევანდელი მონაცემებითაც, ის ძალიან პერსპექტიული კალათბურთელია.
Basketballinsiders.com აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი ცენტრი "ინდიანას" ძალიან კარგი შენაძენია, თუმცა კიდევ ორი ცენტრის ფონზე, საერთოდ არაა გამორიცხული მისი გაცვლის შესაძლებლობა. საბონისი და ტერნერი ერთად ვერ თამაშობდნენ, მესამე პრეტენდენტი ალბათ, შეუფერებელი იქნება. თუმცა, თუ გოგა დასჯერდება სათადარიგო ცენტრს, მას შეუძლია თავისი უფროსი კოლეგებიდან სასრგებლო თვისებების სწავლა და ამასობაში, ფიზიკასაც გაიუმჯობესებს.
"ინდიანა პეისერსის" ფანებო... - ზაზა ფაჩულია დრაფტზე გოგა ბითაძის არჩევას ეხმაურება