ამერიკული გამოცემა bleacherreport 7 დებიუტანტი კალათბურთელის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლებიც საზაფხულო ლიგაზე პირველად გამოჩნდებიან.
აღნიშნულ კალათბურთელებს შორის (ზაიონ უილიამსონი, ერ ჯეი ბარეტი, კობი უაითი, ტაილერ ჰიროუ, დილიან უაინდლერი, კარსენ ედვორდსი) "ინდიანა პეისერსის" ცენტრი გოგა ბითაძეც მოხვდა.
აი, რას წერს გამოცემა გოგას შესახებ:
"ოკეანის გაღმა თამაშის შემდეგ 2019 წლის NBA დრაფტის მე-18 პიკი გოგა ბითაძე საზაფხულო ლიგას NBA-ის ფანებისთვის თავის გასაცნობად გამოიყენებს.
2019-20 წლების სეზონში რეგულარულ წუთებთან გოგას მაილს ტერნერი აშორებს. ამ დროს გოგა ბითაძე საკუთარი იმიჯისა და სახელის შექმნას ლას
ვეგასში დაიწყებს. ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავი და ადრიატიკისა და სერბეთის ლიგის MVP ამ ყველაფრისთვის მზად არის.
NBA-ს დრაფტის bleacherreport-ის საბოლოო სიაში გოგა ბითაძე მე-6 იყო, რადგან მან უდიდესი ტრანსფორმაცია განიცადა და გახდა ძალიან კარგი მსროლელი როგორც პერიმეტრს გარედან, ისე მის შიგნით. ასევე, კარგ მსროლელობასთან ერთად მან ბლოკშტების შთამბეჭდავი უნარები გამოავლინა.
211 სმ. სიმაღლისა და 111 კგ. წონის მქონე ბითაძე გახდა მრავალმხრივი შემსრულებელი კარგი გადაადგილებითა და მსუბუქი მაჯით. ის, სავსებით ლეგიტიმურად წარმოადგენს საფრთხეს პერიმეტრიდან (40 %-იანი მაჩვენებელი 2018-19 წლის სეზონში) და შეუძლია გახდეს უიშვიათესი ცენტრი, რომელიც სამქულიანების კარგად სროლასთან ერთად ფარის დაცვასაც შეძლებს".
მოგეხსენებათ, ვიზასთან დაკავშირები პრობლემების გამო გოგა საზაფხულო ლიგის პირველ შეხვედრას გამოტოვებს.