"ბითაძის თამაშს მოუთმენლად ველი" - ამერიკელი სენატორი გოგას ვიზის მიღებაში დაეხმარა

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრი ინდიანადან ტოდ იანგი ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს აშშ-ის სამუშაო ვიზის მიღებაში დაეხმარა.

ამის შესახებ თავად სენატორმა "ტვიტერზე" დაწერა.

"მოხარული ვარ, რომ შევძელი დავხმარებოდი გოგა ბითაძეს ვიზასთან დაკავშირებულ პროცესში. ამ სეზონშივე მოუთმენლად ველოდები მის თამაშს "პეისერსის" შემადგენლობაში".

შეგახსენებთ, რომ ბითაძე "ინდიანა პეისერმა" დრაფტზე მე-18 ნომრად აიყვანა და ახალგაზრდა ცენტრად კონტრაქტი უკვე გააფორმა.


Sportall.Ge


ტოდ იანგი "რესპუბლიკური პარტიის" წევრია
და ის სენატორად 2016 წლის 8 ნოემბერს აირჩიეს.

გოგა ბითაძეს კი საზაფხულო ლიგის გამოტოვება მოუხდა, თუმცა უკვე გუნდს შეუერთდა და NBA-ს სადებიუტო სეზონისთვის ემზადება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
აშშ-ში მნივნელობა არა აქვს NBA-ში მიდიხარ თუ მძღოლოდ. კანონი ყველასთვის ერთია. ეგ იდიოტების კრებული ორღობის ქვეყანაში მოიკითხე.
Geo_Dinamo
13:57 18-07-2019
5
კანონი კანონობს განურჩევლად ყველასთვის.ამიტომაც ააშენეს ასეთი მაგარი ქვეყანა.აბა ჩვენი ქვეყანაა ქვეყანა.გადაგვაყოლეს პრეზერვატივების კანონს....გოგას წარმატებები.....
კახა ქ.
14:49 18-07-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული