თორნიკე შენგელია: NBA-ს კლუბებიდან შემოთავაზებები მქონდა, თუმცა...

AutoSharing Option
"ბასკონიასა" და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ესპანელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ NBA-ს კლუბებიდან შემოთავაზებები ჰქონდა, თუმცა გარანტიების ვერმიღების გამო ბასკურ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.

"მქონდა რამდენიმე შემოთავაზება NBA-ს "ფრენჩაიზებიდან", თუმცა ისინი სათამაშო წუთების გარანტიას არ მაძლევდნენ, მე კი თამაში მსურს და ამიტომაც დავრჩი "ბასკონიაში".

ასევე, მინდა ვისარგებლო საშუალებით და გავამხნევო "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი დევიდ ბლატი. ის შესანიშნავი ადამიანია. "ბასკონიას" სახელით მსურს გამოჯანმრთლება ვუსურვო. ჩვენ გვჯერა, ის დაავადებას დაამარცხებს და უფრო ძლიერი დადგება ფეხზე", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

"კლივლენდ კავალიერსის" ყოფილ
დამრიგებელ დევიდ ბლატს გაფანტული სკლეროზი დაუდგინდა და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. თოკო შენგელია კი ესპანეთის ჩემპიონატს სექტემბრის ბოლოდან დაიწყებს, იქამდე "ბასკონიას" მოსამზადებელი მატჩები ელოდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამისთვის და მამამისისთვის მთავარია ფაჩულიას აგინონ და მეტი წარმატება არც აქვთ და არც აინტერესებთ. გობში ჩახარშვის თემაა
baybaydevi
12:55 23-08-2019
6
იმიტომ ვერ ითამაშებდა, რომ არ თამაშობს ნბაში. სამქულიანებზე თუ დაოსტატდება მაგარ საქმეს გააკეთებს.ანუ 2 ნომერზე.
ddgfdf
02:57 22-08-2019
1

სიახლეები პოპულარული