თორნიკე შენგელიას 12 ქულა 16 წუთში "რეალის" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთში ოვიედოს თასი გაიმართა, რომლის ფინალშიც თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მადრიდის "რეალთან" დამარცხდა, თუმცა ქართველმა ფორვარდმა კარგად ითამაშა და 16 წუთში გუნდს 12 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოუტანა.

ორივე გუნდისთვის აღნიშნული თამაში მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. კლუბები ესპანეთის ჩემპიონატისა და ევროლიგისთვის ემზადებიან და ამ პროცესში თოკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას "ბილბაოს" წინააღმდეგ გამართავს.

შარშანდელ სეზონში "ბასკონია" მოულოდნელად გამოვარდა ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველივე ეტაპიდან, ხოლო ევროლიგის პლეი-ოფში მომავალ ჩემპიონ მოსკოვის ცესკას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა სერიაში მაინც დამარცხდნენ - 1:3.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი რაღაც ვერ გავიგე, გუნდის კაპიტანი და ლიდერი და ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე 16-20 წუთს უნდა თამაშობდეს ხოლმე?
რა მაფიაა?
11:14 13-09-2019
0

სიახლეები პოპულარული