ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის დაწყებამდე საგამოფენო მატჩების დროა, რაც მოსამზადებელ, გამახურებელ ხასიათს ატარებს.
მსოფლიოს უმძლავრესი საკალათბურთო ლიგის გუნდები ერთმანეთს და იშვიათად სხვა ქვეყნის გუნდებას ეჯიბრებიან, რითაც ოფიციალური მატჩებისთვის ემზადებიან, თუმცა არ ივიწყებენ მარკეტინგსა და NBA-ს პოპულარიზაციას, რისი მაგალითიც საგამოფენო მატჩების უცხო ქვეყანაში ჩატარებაა.
გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" და "საკრამენტო კინგსმა" აიბარგეს და დედამიწის საპირისპირო მხარეს ჩავიდნენ, რათა ერთმანეთში 2 საგამოფენო მატჩი გამართონ.

"ნბა-ს თამაშები ინდოეთში 2019" - ამ პროგრამის ფარგლებში "ინდიანამ" და "საკრამენტომ" 2 მატჩი დაგეგმეს მაჰარაშტრას შტატის დედაქალაქ
მუმბაიში, სადაც 4660-ადგილიანი დარბაზის ბილეთები თამაშებამდე კარგა ხნით ადრე მთლიანად გაიყიდა.
ამ პროგრამის დეკლარირებული მიზანი კრიკეტზე გაგიჟებულ ინდოეთში კალათბურთის პოპულარიზაციაა, რასაც, თავისთავად, მარკეტინგული გათვლებიც მოსდევს, თუმცა ჩვენი ინტერესი ამ შემთხვევაში სპორტულია და ის უპირატესად ინდიანელთა ქართველ ცენტრს უკავშირდება.
სამწუხაროდ, გოგა ბითაძემ არ ითამაშა. თუკი დრაფტის შემდეგ გამართულ საზაფხულო კემზე ბითაძეს "ინდიანაში" თამაშში ხელი სავიზო პრობლემებმა შეუშალა, ამჯერად ამის მიზეზი ტრავმა გახლდათ. "პეისერსის" ქართველ ცენტრს ფეხი აწუხებს, რის გამოც ის მუმბაიში დაგეგმილ მეორე შეხვედრასაც გამოტოვებს. ტრავმა არ გახლავთ სერიოზული, თუმცა საიმისოდ საკმარისია, რომ ინდიანელებს ახალგაზრდა ცენტრი დაესვენებინათ. სეზონი წინაა და საგამოფენო მატჩში ფეხმტკივანი ახალგაზრდის მოედანზე გაყვანით რისკის გაწევა რომ არ ღირს, ყველას კარგად მოეხსენება.
თავად მატჩი დრამატული გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ხოლო დამატებუთ ხუთწუთეულში ინდიანელებმა მინიმალური სხვაობით - 132:131 იმარჯვეს. "პეისერსის" ძირითადმა ცენტრმა, მაილს თერნერმა 30 წუთში 11 ქულა, 13 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. საუკეთესო კი გახდა თიჯეი უორენი 30 ქულით. დომანტას საბონისმა ინდიანელებს 21 ქულა და 12 მოხსნა მიაშველა, მალკოლმ ბროგდონმა კი თავი 15 ქულა-14 პასით გამოიჩინა. "საკრამენტოში" 28 ქულით ბადი ჰილდი, ხოლო 28-ით – ჰარისონ ბარნსი გამოირჩა.
ამ გუნდებს შორის მეორე საგამოფენო მატჩი მუმბაის არენაზე 5 ოქტომბერს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით