"ინდიანა პეისერსის" შემადგენლობაში "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ინტერვიუ "ინდიანას" ტელევიზიას მისცა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"ვთვლი, რომ ფორმაში ჩადგომა მჭირდება, იმისათვის, რომ წინ და უკან უკეთესად ვიმოძრაო. ზოგადად კი, თამაში წავაგეთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ეს მხოლოდ მოსამზადებელი მატჩი იყო. მთავარია, რეგულარული სეზონის თამაშებში გავიდეთ და მოვიგოთ. ჩემზე შემიძლია ის ვთქვა, რომ 100%-ით დავიხარჯები.
უფრო სწრაფი უნდა ვიყო, რათა შევძლო დაცვაში სხვადასხვა პოზიციაზე, მოთამაშეებზე გადასვლა. ეს ის კომპონენტია, რაზე მუშაობაც მჭირდება.
თავიდან ცოტას ვნერვიულობდი,
თუმცა თანაგუნდელები და მწვრთნელი ძალიან დამეხმარნენ. ძალიან კარგი გრძნობა იყო პარკეტზე დაბრუნება", - თქვა გოგამ.
აღნიშნული შეხვედრა გოგასთვის სადებიუტო არა მხოლოდ "ინდიანას" შემადგენლობაში, არამედ NBA-შიც იყო. მართალია, ეს მოსამზადებელი მატჩი გახლდათ, თუმცა აქამდე ბითაძეს NBA-ს გუნდის წინააღმდეგ არასდროს უთამაშია.
რეგულარული სეზონი კი "ინდიანასთვის" 23 ოქტომბერს იწყება და პირველ ტურში "დეტროიტ პისტონსს" შეხვდებიან.