თორნიკე შენგელია კარგად გაისარჯა, მაგრამ დე კოლოს ვერაფერი მოუხერხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ოქტომბერს, ევროლიგის მე-3 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტუმრად "ფენერბახჩესთან" 80:87 დამარცხდა.

შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, მასპინძელთა გუნდის ლიდერმა ნანდო დე კოლომ გადაწყვიტა, რომელმაც 39 ქულა ჩააგდო და მარგი ქმედების 44-იანი კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

დე კოლოს შემდეგ ყველაზე შედეგიანი 18 ქულით შენგელია იყო. მან 24:04 წუთში 6-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ამას გარდა, 4-ჯერ მოხსნა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 23-იანი კოეფიციენტით მატჩის ვიცე-MVP იყო.

"ბასკონიას" 1 მოგება აქვს და 25 ოქტომბერს
"ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული