შერმადინი-შენგელია 16:20 - ტენერიფე-ბასკონია 78:79 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ოქტომბერს, ლიგა ენდესას მე-6 ტურში, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ტენერიფეში 79:78 დაამარცხა გიორგი შერმადინის "იბეროსტარი".

ორივე ქართველი კარგად გაისარჯა:

შენგელიამ 29:52 წუთში 20 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20 იყო.

შერმადინმა 32:16 წუთში 16 ქულა (8-დან 8 ორქულიანი, 2-დან 0 საჯარიმო), 4 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25 შეადგინა და მხოლოდ "ბასკონიელ" ჰენრი პიერიას (26) ჩამორჩა.

"ბასკონიას" და
"იბეროსტარს" 3-3 მოგება აქვთ - მომავალ ტურში, 3 ნოემბერს "ბასკონია" "რეალს" უმასპინძლებს, ხოლო "იბეროსტარი" გასვლაზე "ესტუდიანტესს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული