4 ნოემბერს, გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში "ჩიკაგო ბულზი" 108:95 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 18:57 წუთი გაატარა.
ამ ხნის განმავლობაში გოგამ 9 ქულა მოიპოვა, 4-ჯერ მოხსნა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 4 ბლოკიც მიითვალა.
რომ არა პერსონალური ჯარიმებით დატვირთვა და შემდეგ ამ მიზეზით პარკეტის დატოვება, ბითაძე უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებდა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა თი ჯეი უორენმა ჩააგდო, ხოლო მალკოლმ ბროგდონმა 22 ქულა მიითვალა.
ეს "პეისერსის" ზედიზედ მესამე გამარჯვებაა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე დამკვიდრდა.
"ინდიანა" მომდევნო მატჩს გასვლაზე ჩაატარებს, 6 ნოემბერს "შარლოტის" წინააღმდეგ.
ბითაძის შესანიშნავი მატჩი NBA-ში! - გოგას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა [VIDEO]
გოგა ბითაძე: მწვრთნელმა თავიდანვე მითხრა, რომ სეზონი გრძელია და...