დუდა სანაძის საუკეთესო მატჩი პორტუგალიაში : 20 ქულა და ლიდერობა ჩემპიონატში

AutoSharing Option
დუდა სანაძის საუკეთესო მატჩი პორტუგალიის ჩემპიონატში. ქართველი უკანახაზელის "ოლივეირენშემ" "ვიტორიას" უმასპინძლა და 90:63  დაამარცხა, სანაძე კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დუდა სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 25:47 წუთი გაატარა. სანაძემ 10-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე მთლიანობაში 20 ქულა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. ის "ოლივეირენშელთაგან" შედეგიანობით მხოლოდ მარკ ნორელიას ჩამორჩა, რომელმაც 29 წუთში 24 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

5 მოგებითა და 1 მარცხით "ოლივეირენშე" ჩემპიონატში 1-2 ადგილებს
"ბენფიკასთან" იყოფს. შემდეგ ტურში სანაძის გუნდი 16 ნოემბერს, სტუმრად "მადეირასთან" ითამაშებს.

მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული