თორნიკე შენგელიას 29 ქულა და საკუთარი ნახევრიდან ჩაგდებული ბურთი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

მე-8 ტურში "ბასკონიამ" სტუმრად 92:79 დაამარცხა "მონბუსი" და თორნიკე საუკეთესო იყო.

მან 33:46 წუთში 29 ქულა (14-დან 6 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო , 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 29 ქულა ლიგა ენდესაზე თორნიკეს სარეკორდო მაჩვენებელია.

ის მატჩის ბომბარდირი და მარგი ქმედების 32-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი პერიოდის ბოლო წამზე შენგელიამ საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო ბურთი.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი 26:08 წუთში "ბასკონიას" 11 ქულით
შეეწია.

"ბასკონია" 4 მოგებით მე-6 ადგილზეა და 17 ნოემბერს "ფუენლაბრადას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ თორნიკეს, ე. ი. პროგრესი კიდევ გრძელდება, ეს სროლა დიდად გაზრდის მის ცნობადობას და მისდამი ინტერესს.
ნუგზარი
11 ნოემბერი 2019 10:39
0
ფეხბურთში რომ გვყავდეს ერთი თოკის ნაირი ვარსკვლავი რა მოხდება
გეგა
11 ნოემბერი 2019 07:03
0
ძალიან მაგარია ჩვენი თორნიკე, ნამდვილი თორნიკე ერისთავია! იქეთ თუ ლებრონია მეფე, აქეთ თორნიკეა! ფეხბურთის ნაკრების გაძლიერებაც შეიძლება! თუ დაგვთანხმდება 10 ნომერზე უნდა ვათამაშოთ! მეტოქის დაცვას სულ ბდღვირს ადენს!
aburjga
11 ნოემბერი 2019 08:46
0
ყოჩაღ თოკოს რა მაგარი ჩააგდო. 29 ქულაც მაგარია, წარმატებები და სულ უფრო მეტი წინსვა თოკოს.
G.LA
11 ნოემბერი 2019 01:01
0
ვიდეოც რომ იყოს კარგი იქნებოდა
sandro
10 ნოემბერი 2019 21:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული