გოგა ბითაძე ტრავმის გამო ზედიზედ მე-3 მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
NBA-ს ტრავმების რეპორტის მიხედვით, "ინდიანა პეისერსის" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ტვინის შერყევის გამო რეგულარული სეზონის ზედიზედ მესამე მატჩს გამოტოვებს.

გოგამ უკვე გამოტოვა 2 მატჩი - "დეტროიტთან" და "ორლანდოსთან". ტრავმის გამო გუნდს ვერც "ოკლაჰომასთან" ხვალ (13 ნოემბერს) გასამართ შეხვედრაში დაეხმარება.

არადა, აღსანიშნავია, რომ მაილს ტერნერის არყოფნაში გოგა საშუალოდ 9.5 ქულას, 7 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემასა და 3 ბლოკს აგროვებდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
აფსუს!ასეთი კარგი შანსი,სათამაშოდ დიდი დროისათვის,შესაძლოა აღარც ჰქონდეს სეზონში.მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ გოგას.სასიამოვნოა,რომ მწვრთნელები ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე და არ გამოჰყავთ მოედანზე.ვლადიმერ სტეფანიას კარიერა ხომ ასე დაღუპეს
სოსო
10:33 12-11-2019
0

სიახლეები პოპულარული