"ინდიანა პეისერსის" ახალგაზრდა ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე პარკეტს ხვალ, 16 ნოემბერს, "ჰიუსტონის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში დაუბრუნდება.
indystar-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც "პეისერსმა" უკანასკნელი 3 შეხვედრა 10 კალათბურთელით ჩაატარა, გუნდში კარგი ამბებია და ჯანმრთელი მოთამაშე უბრუნდებათ.
"ინდიანას" მწვრთნელმა ნეით მაკმილანმა განაცხადა, რომ 3-მატჩიანი პაუზის შემდეგ NBA-ს დებიუტანტი გოგა ბითაძე "ჰიუსტონთან" შეხვედრაში, დიდი ალბათობით, ითამაშებს.
თუმცა, მაკმილანის თქმით, ბითაძე გუნდის ტრავმის შესახებ რეპორტში მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ტვინის შერყევის შემდეგ გოგამ პირველად გუშინ, 14 ნოემბერს ივარჯიშა. არადა, "პეისერსს" ძალიან სჭირდება, რადგან
ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი ასევე ტრავმირებულია.
გოგა უკანასკნელ 4 შეხვედრაში, სანამ ტრავმას მიიღებდა, საშუალოდ 23.9 წუთს თამაშობდა, 9.5 ქულას აგროვებდა, 7-ჯერ ხსნიდა ბურთს და საშუალოდ 3-ჯერ აფარებდა მეტოქეებს.
forbes: გოგა ბითაძე მეტია, ვიდრე რიგითი ახალწვეული - გასაკვირი და შთამბეჭდავია
გოგა ბითაძის პირადი რეკორდი ქულებში - "ინდიანა" "ვაშინგტონს" გაუსწორდა [VIDEO]