NBA. რეგულარული: გოგა ბითაძე 6 ქულით დაბრუნდა, ჰარდენმა 44 ჩააგდო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 ნოემბერს NBA-ს რეგუალური ჩემპიონატის მორიგი მატცები გაიმართა.

გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" "ჰიუსტონ როკეტს" ესტუმრა და ანგარიშით 102:11 დამარცხდა. ქართველი ცენტრი სათდარიგო სკამიდან ჩაერთო და საერთო ჯამში პარკეტზე 18:20 წუთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ ტვინის შერყევის გამო ბითაძემ 3 მატჩი გამოტოვა

ამ ხნის განმავლობაში ბითაძემ 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ბლოკი მოაგროვა, ამასთან ორჯერ დაჯარიმდა. ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 2 საჯარიმო.

ბითაძის საქმეში ყოფნის პერიოდში, ინდიანამ ჰიუსტონზე 19 ქულით მეტი მიითვალა.

დომანტას საბონისმა 36 წუთში 18
ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 44 ქულა კი ვინ თუ არა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო, რომელიც უკვე მეექვსე მატჩია საოცარ სტატისტიკას აჩვენებს.

"პეისერსს" 12 მატჩში 7 გამარჯვება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 17 ნოემბერს დილას, თბილისის დროით 04:00 საათზე "მილუოკი ბაქსთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

შარლოტი-დეტროიტი 109:106
ორლანდო-სან ანტონიო 111:109
მემფისი-იუტა 107:106
მინესოტა-ვაშინგტონი 116:137
ოკლაჰომა-ფილადელფია 127:119 (107:107)
გოლდენ სტეიტი-ბოსტონი 100:105
ლეიკერსი-საკრამენტო 99:97
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული