დუდა სანაძემ "ოლივეირენშეს" 17 ქულით ულიდერა

AutoSharing Option
დუდა სანაძის "ოლივეირენშემ" პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში მე-6 გამარჯვება იზეიმა.

ქართველი ლეგიონერის კლუბმა სტუმრად "ბარეირენსე" 89:80 დაამარცხა, დუდა კი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:51 წუთში 17 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.

სანაძემ 9-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 5-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ დუდა სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

"ოლივეირენშე" პორტუგალიურ ლიგაში მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს და მხოლოდ ერთპიროვნულ ლიდერ "პორტუს" ჩამორჩება, მომდევნო
მატჩს კი 23 ნოემბერს, შინ, "მადეირასთან" ჩაატარებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული