დუდა სანაძის 29 ქულა და დამარცხებული "მადეირა"

AutoSharing Option
დუდა სანაძემ პორტუგალიაში ზეშედეგიანი თამაში ჩაატარა. "ოლივეირენშეს" ქართველმა ლეგიონერმა სეზონის საუკეთესო მატჩი "მადეირასთან" ითამაშა. ოლივეირენშელებმა მეტოქეს 97:83 მოუგეს, სანაძე კი 29 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.

დუდა ტრადიციულად სასარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27:08 წუთი გაატარა. ამ დროში სანაძემ 29 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვა. ქართველმა უკანახაზელმა ვურთი ერთადერთხელ დაკარგა. დუდამ 9-დან 5 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.

7 მოგებითა და 1 მარცხით სანაძის გუნდი "სპორტინგთან" 2-3 ადგილებს იყოფს. შემდეგ ტურში, 29
ნოემბერს, "ოლივეირენშე" პირველ ადგილზე 8 მოგებით მყოფ "პორტოს" დაუპირისპირდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული