გოგა ბითაძის 6 ქულა და "ინდიანას" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ინდიანა პეისერსმა" საკუთარ კედლებში "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და რთულ ბრძოლაში დაამარცხა მეტოქე- 111:106.

ინდიანაპოლისელების რიგებში პარკეტზე 15 წუთი გაატარა ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ და საკუთარ გუნდს 6 ქულითა და 2 მოხსნით შეეწია. გოგამ 6-ვე ქულა მეორე მეოთხედის პირველ 4 წუთში ჩააგდო, შემდეგ კი, ზუსტად აღარ უსვრია.

ამ გამარჯვებით "ინდიანას" 6 წაგების წილ 9 მოგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას ბითაძის გუნდი 26 ნოემბერს "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ ისევ საკუთარ მოდანზე გამართავს.

alt

გოგა ბითაძის 6 ქულა და "ინდიანას" გამარჯვება" style="height: 50px; width: 50px;" />thebuzz.nba: გახსოვთ გოგა ბითაძის იგნორირება? - ის ახალწვეულებს შორის ბლოკებში საუკეთესოა!

altთანაგუნდელები გოგა ბითაძეს გაეხუმრნენ და მანქანა... [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან ცოტაა.
ddgfdf
18:23 24-11-2019
5
ჩემი აზრით ამ ბიჭს მწვრთნელი შებოჭილ თუ გაკოჭილ კალათბურთს ათამაშებს,ვითომ ასე განვითარდება გოგა?
ზასტაველი
12:15 24-11-2019
5

სიახლეები პოპულარული