NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ინდიანა პეისერსმა" საკუთარ კედლებში "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და რთულ ბრძოლაში დაამარცხა მეტოქე- 111:106.
ინდიანაპოლისელების რიგებში პარკეტზე 15 წუთი გაატარა ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ და საკუთარ გუნდს 6 ქულითა და 2 მოხსნით შეეწია. გოგამ 6-ვე ქულა მეორე მეოთხედის პირველ 4 წუთში ჩააგდო, შემდეგ კი, ზუსტად აღარ უსვრია.
ამ გამარჯვებით "ინდიანას" 6 წაგების წილ 9 მოგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას ბითაძის გუნდი 26 ნოემბერს "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ ისევ საკუთარ მოდანზე გამართავს.
გოგა ბითაძის 6 ქულა და "ინდიანას" გამარჯვება" style="height: 50px; width: 50px;" />thebuzz.nba: გახსოვთ გოგა ბითაძის იგნორირება? - ის ახალწვეულებს შორის ბლოკებში საუკეთესოა!