"ინდიანა პეისერსის" ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის ბანერი სერბული "მეგა ბემაქსის" ე.წ. დიდების დარბაზში გამოფინეს.
ბითაძე სერბული კლუბის მე-11 კალათბურთელია, რომელმაც კარიერა NBA-ში გააგრძელა.
ბითაძის ბანერი სერბული კლუბის Ranko Žeravica Hall-ში გამოკიდეს. აღნიშნულის ფოტოები ქართველის აგენტმა მიშკო რაზნატოვიჩმა "ინსტაგრამზე" გაავრცელა.
გოგა ბითაძე "ინდიანაში" საშუალოდ პარკეტზე 15.8 წუთს ატარებს და საშუალოდ 5.8 ქულას, 3.8 მოხსნას, 1.2 პასს და 1.5 დაფარებას აგროვებს.