30 ნოემბერს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" შინ "ატლანტას" უმასპინძლა და ოვერტაიმში 105:104 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და საბოლოო ჯამში 4:13 წუთი ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში ბითაძემ მხოლოდ 2 მოხსნა მოაგროვა და ერთხელ დაჯარიმდა.
ტრეი იანგმა "ინდიანას" 49 ქულა ჩაუგდო, თუმცა ეს სტუმრების მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
"ინდიანადან" ყველაზე მეტი 20 ქულა ჯერემი ლამბმა ჩააგდო, მაილს ტერნერმა და დომანტას საბონისმა კი 17-17 ქულა მიითვალეს, ხოლო ლიეტუველმა 12 მოხსნაც მოაგროვა.
ეს "ინდიანას" ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა და დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზე არიან.
გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს პირველ დეკემბერს სტუმრად "ფილადელფიასთან" ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
დეტროიტი-შარლოტი 107:110
ორლანდო-ტორონტო 83:90
კლივლენდი-მილუოკი 110:119
ნიუ იორკი-ფილადელდია 95:101
მემფისი-იუტა 94:103
მაიამი-გოლდენ სტეიტი 122:105
ოკლაჰომა-ნიუ ორლეანი 109:104
სან ანტონიო-კლიპერსი 107:97
ფინიქსი-დალასი 113:120
პორტლენდი-ჩიკაგო 107:103
ლეიკერსი-ვაშინგტონი 125:103