დუდა სანაძის 14 ქულა და "ოლივეირენშეს" ზედიზედ მე-2 მარცხი პორტუგალიაში

AutoSharing Option
დუდა სანაძის "ოლივეირენშემ" სამდღიანი პერიოდის განმავლობაში პორტუგალიის ჩემპიონატის ორ ლიდერთან ითამაშა და ორივე შემთხვევაში მარცხი განიცადა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელის გუნდმა ნოემბრის მიწურულს "პორტუსთან" 71:81 წააგო, 2 დეკემბერს კი, ლისაბონში "სპორტინგს" დაუპირისპირდა, პირველ მეოთხედში 9:27 განადგურდა და საბოლოო წარმატების შანსი არ ჰქონია და საბოლოოდ 70:94 წააგო.

სანაძემ მოედანზე 29:17 წუთი გაატარა და 14 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი
მიიღო, მის წინააღმდგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ოლივეირენშეს ათ ტურში 7 მოგება შერჩა და სატურნირო ცხრილში სწორედ ხსენებულ "პორტუს" და "სპორტინგს" ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი, 8 დეკემბერს, შინ "ილიაბუმთან" ჩაატარებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული