გოგა ბითაძის "ინდიანა" "მემფისს" მისსავე მოედანზე გაუსწროდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 დეკემბერს გოგა ბითაძის "ინდიანა" სტუმრად "მემფისს" შეხვდა და ანგარიშით 117:104 დაამარცხა.

სამწუხაროდ ქართველი ცენტრი პარკეტზე მხოლოდ 2.55 წუთით გამოჩნდა და ამ ხნის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 31 ქულა ჯერენ ჯექსონმა ჩააგდო, სოლომონ ჰილმა კი 22 ქულა მიითვალა.

რაც შეეხება "პეისერს", სტუმრები გუნდურად გაისარჯნენ და სწორედ ამის დამსახურებით შეძლეს თამაშის მოგება. ერთბაშად 7-მა კალათბურთელმა შეძლო 10-ქულიანი ბარიერის გადალახვა. მალკომ ბროგდონმა 19 ქულა ჩააგდო, დომანტას საბონისმა კი 18 ქულას 14 მოხსნა და 8 პასი მიამატა.
მაილს ტერნერის ანგარიშზე 17 ქულაა.

ამ მატჩის შემდეგ "ინდიანას" 13 მოგება და 7 მარცხი აქვს, ინდიანელები დასავლეთ კონფერენცია მყარად იკავებენ მე-6 პოზიციას.

მომდევნო მატჩს გოგა ბითაძის გუნდი სტუმრად "ოკლაჰომასთან" 5 დეკემბერს ჩვენი დროით 05:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

საღლოტი-ფინიქსი 104:109
ფილადელფია-იუტა 103:94
ატლანტა-გოლდენ სტეიტი 104:79
მილუოკი-ნიო იორკი 132:88
საკრამენტო-ჩიკაგო 106:113
მკითხველის კომენტარები / 8 /
გოგა ძალიან ძლიერი კალათბურთელია და ამას ის დაამტკიცებს.
ზასტაველი
18:58 03-12-2019
0
საღლოტი კი არა "კვატი".-შარლოტი-ფენიქსი კორექტორი ქართული ენის მცოდნე ვერ გყავთ ვაი პროფესიონალებო????
მიხო
15:59 03-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული