5 დეკემბერს NBA-ს რეგუალრული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.
გოგა ბითაძის "ინდიანამ" სტუმრად "ოკლაჰომა" 107:100 დაამარცხა. ქართველი ცენტრი განაცხადში იყო, თუმცა სამწუხაროდ მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა ბითაძეს სათამაშო წუთი არ მისცა.
რაც შეეხება მატჩს, ყველაზე მეტი 24 ქულა თიჯეი უორენმა ჩააგდო, დომანტას საბონისმა 17 ქულას 13 მოხსნა მიამატა. მაილს ტერნერტმა 26 წუთში 12 ქულა ჩააგდო.
"ოკლაჰომადან" სტივ ადამსი 20 ქულით გამოირჩა, შროდერმა და გალინარიმ კი 18-18 ქულა ჩააგდეს.
მომდევნო მატჩს "ინდიანა" 7 დეკემბერს სტუმრად "დეტროიტთან" ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
შარლოტი-გოლდენ სტეიტი 106:91
დეტროიტი-მილუოკი 103:127
ორლანდო-ფინიქსი 128:114
ატლანტა-ბრუკლინი 118:130
ბოსტონი-მაიამი 112:93
ჩიკაგო-მემფისი 106:99
დალასი-მინესოტა 121:114
იუტა-ლეიკერსი 96:121
პორტლენდი-საკრამენტო 127:116