გიორგი შერმადინმა 19 ქულა ჩააგდო - "იბეროსტარი" ჩემპიონთა ლიგაზე პირველად დამარცხდა

AutoSharing Option
10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" რუსეთში 72:75 დამარცხდა "ნიჟნი ნოვგოროდთან".

შერმადინმა 27:53 წუთში 19 ქულა (10-დან 8 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 28 იყო.

მასზე მეტი მხოლოდ მასპინძელთა გუნდის კალათბურთელმა ბრენდონ ბრაუნმა ჩააგდო (26), რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი ასევე 28-ს გაუტოლდა.

ეს ტურნირზე "იბეროსტარის" პირველი წაგება იყო, 7 მოგებით კვლავ ლიდერია და 17 დეკემბერს "მორნარს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული