"ინდიანამ" კვლავ მოიგო, ხოლო გოგა ბითაძეს სულ უფრო ცოტა ენდობიან

AutoSharing Option
14 დეკემბერს გოგა ბითაძის "ინდიანამ" სტუმრად "ატლანტან" ანგარიშით 110:100 დაამარცხა.

სამწუხაროდ ქართველ ცენტრს ძალიან ცოტა დროს ისცეს თავის გამოსაჩენად - 20 წლის ახალგაზრდა პარკეტზე მხოლოდ 59 წამით შეუშვეს და ბუნებრივია ამ დროში ვერაფერი მოახერხა.

19 ქულა მალკოლმ ბროგდონმა ჩააგოდ, რომელმაც 12 პასი და 8 მოხსნაც მიითვალა. 18 ქულით დაეხმარა გუნდს თი ჯეი უორენი, ორმაგი დუბლით გამოირჩა ლიეტუველი დომანტას საბონისი - 12 ქულა, 14 მოხსნა.

მასპინძელთა რიგებში 23 ქულით ტრეი იანგმა მიითვალა.

"ინდიანას" 26 მატჩში 17 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის
სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიაზეა. მომდევნო მატჩს გოგა ბითაძის შინ 16 დეკემბერს, "შარლოტ ჰორნეტსთან" ჩვენი დროით 02:00 საათზე ჩაატარებს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

მაიამი-ლეიკერსი 110-113
ორლანდო-ჰიუსტონი 107-130
ფილადელფია-ნიუ ორლეანი 116-109
ჩიკაგო-შარლოტი 73-83
მემფისი-მილუოკი 114-127
იუტა-გოლდენ სტეიტი 114-106
მინესოტა-კლიპერსი 117-124
საკრამენტო-ნიუ იორკი 101-103
მკითხველის კომენტარები / 4 /
გოგას მთავარი კონკურენტი მაილს ტერნერია და მისი სტატისტიკა მოგვაწოდეთ ხოლმე, მგონი ვერ უნდა იყოს საუკეთესო ფორმაში... რაც შეეხება ნდობას, რომ არ ენდობოდნენ, გუნდშიც არ აიყვანდნენ, განაცხადში რომ ხვდება, ეს უკვე ნდობაზე მეტყველებს...
მ. ტ.
13:23 14-12-2019
6
უ ნ დ ა წავიდეს ამ გუნდიდან ...თორემ შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემები-ც კი შეექმნას (უკვე გარე-გარე გარბის და ქულების აღებაზეც არ იბრძვის,სროლაც აშინებს თითქოს), ლიდერის ფუნქციასაც კარგავს... საშუალო დონის ,,კალათბურთად,, დარჩება...
გლახუნა
15:39 14-12-2019
2

სიახლეები პოპულარული