"ინდიანა პეისერსმა" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე დაიბრუნა.
"ინდიანამ" ბითაძე G ლიგის "პორთ უელში" გაანათხოვრა, სადაც "ერი ბეიჰოუკსთან" მატჩში (113:93) 35 წუთში 26 ქულა, 14 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და კლუბის "ტვიტერის" ცნობით, უკან დაიბრუნა.
16 დეკემბერს "ინდიანა" "შარლოტ ჰორნეთსს" უმასპინძლებს და გოგა განაცხადში იქნება. მატჩი თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.