"ინდიანამ" გოგა ბითაძე G ლიგაში წაავარჯიშა, დაიბრუნა და შეიძლება "შარლოტთან" ათამაშოს

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსმა" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე დაიბრუნა.

"ინდიანამ" ბითაძე G ლიგის "პორთ უელში" გაანათხოვრა, სადაც "ერი ბეიჰოუკსთან" მატჩში (113:93) 35 წუთში 26 ქულა, 14 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და კლუბის "ტვიტერის" ცნობით, უკან დაიბრუნა.

16 დეკემბერს "ინდიანა" "შარლოტ ჰორნეთსს" უმასპინძლებს და გოგა განაცხადში იქნება. მატჩი თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმდენს აწვალებენ , რომ იძულებულს გახდიან ევროპაში დაბრუნდეს შენგელიასავით.
ბესო
21:13 15-12-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული