დუდა სანაძის 18 ქულა და გამარჯვება "ტერსეირასთან"

AutoSharing Option
ლიდერებთან ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ დუდა სანაძის “ოლივეირენშემ” პორტუგალიის ჩემპიონატში გაიმარჯვა. ქართველი ლეგიონერის გუნდი აუტსაიდერ “ტერსეირას” შეხვდა და 39 ქულით – 110:71 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 26:57 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. სანაძემ 6-დან 2 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი (ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი) და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

დუდას მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 18 ქულით მეტი ჩააგდო, ჩვენებურის
სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა.

ერთი საინტერესო დეტალიც: "ოლივეირენშემ" პირველი მეოთხედი 19:30 დათმო, მეორე და მეოთხე ათწუთეულებში კი, შესაბამისად, 21 და 22 ქულით მოიგო და ცხადია, გამარჯვება არ გასჭირვებია.

სანაძის გუნდი 8 მოგებითა და 4 წაგებით მე-4 ადგილზეა და პორტუგალიის ჩემპიონატის სახელოვან სამეულს ("სპორტინგი", "ბენფიკა", "პორტუ") ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი 22 დეკემბერს, შინ, "გალიტოსთან" ჩაატარებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული