მადრიდის "რეალი": შენგელია უნდა გავაჩეროთ!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" 17 დეკემბერს, ევროლიგის მე-14 ტურში "მილანს" მოუგო და ტურნირის ისტორიაში ყველაზე დიდი დაუმარცხებელი სერია აქვს - მადრიდელები ზედიზედ 9 მატჩია იმარჯვებენ და დღეს, 19 დეკემბერს, გასვლაზე, ვიტორიაში "ბასკონიას" დაუპირისპირდებიან.

აღნიშნული მატჩის წინ "რეალის" ოფიციალურმა ვებგვერდმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიასაც შეეხო.

"დღეს ჩვენი მაღალი კალათბურთელები  - ენტონი რენდოლფი და ჯორდან მიკი შენგელიას დაუპირისპირდებიან. ქართველი "ბასკონიას" უდავო ლიდერია და თუ "რეალის" კალათბურთელებს გამარჯვება სურთ, შენგელია უნდა შევაჩეროთ."

აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქართველის გუნდისთვისაა. "ბასკონია" ევროლიგის გათამაშებაში
6 გამარჯვებითა და 8 მარცხით მე-11 ადგილს იკავებს, ხოლო პლეი-ოფში საუკეთესო 8 გუნდი გადის.

altთორნიკე შენგელიას 15 ქულა და "ბასკონიას" გამანადგურებელი მარცხი ვალენსიაში [VIDEO]

altთოკო შენგელიას კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი და "ბასკონიას" გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული