უმწეო "ბასკონიას" "რეალმა" უპრობლემოდ სძლია - თორნიკე შენგელიამ 10 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 დეკემბერს, ევროლიგის მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ "რეალთან" 55:77 დამარცხდა.

სტუმრები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ, მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

შენგელიამ 30:55 წუთში 10 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 0 სამიანი, 10-დან 6 საჯარიმო), 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა ბასკურ გუნდს 16:29 წუთში 4 ქულა შესძინა.

"ბასკონია" 6 მოგებით მე-13 ადგილზეა და 26 დეკემბერს ბერლინში "ალბას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მაინტერესებს თოკო უფრო ძლიერ გუნდში რატომ არ გადადის, ნებისმიერ ევროგრანდს დაამშვენებდა.
მიხო
12:18 20-12-2019
0
ეს თამაში თოკომ წააგო! მაგრამ ისიც გასათვაისწინებელია, რომ კალათბურთს 1 კი არა 5 კაცი თამაშობს!
aburjga
19:45 20-12-2019
0

სიახლეები პოპულარული