დუდა სანაძის 11 ქულა და "ოლივეირენშეს" მორიგი გამარჯვება

AutoSharing Option
დუდა სანაძის "ოლივეირენშემ" პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "გალიტოსს" 85:78 სძლია, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა.

სანაძე, ტრადიციულად, სასტარტო შემადგენლობაში იყო და მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო. დუდამ 28:53 წუთში 11 ქულა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, პასივში კი 3 პერსონალური ფოლი და 5 დაკარგვა ჰქონდა.

სათქმელია ისიც, რომ ქართველ ლეგიონერს სროლა არ წასვლია, რადგანაც 8-დან 3 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ანუ თამაშიდან 15-დან მხოლოდ 4
ტყორცნა გამოიყენა.

"ოლივეირენშეს" 13 ტურში 9 მოგება მოუგროვდა და მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 29 დეკემბერს, შინ, ერთ-ერთ აუტსაიდერ "ოვარენშესთან" ჩაატარებს.

ქართველი კალათბურთელის გუნდს მხოლოდ პორტუგალიური გრანდები: "სპორტინგი", "ბენფიკა" და "პორტო" უსწრებენ, რომელთაც თითო-თითო წაგება აქვთ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული