დუდა სანაძის 10 ქულა და "ოლივეირენშეს" ზედიზედ მე-4 გამარჯვება

AutoSharing Option
დუდა სანაძის "ოლივეირენშემ" პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა.

ქართველი ლეგიონერის გუნდმა გასვლით მატჩში ერთ-ერთ აუტსაიდერ "მაიას" 95:73 სძლია, გადამწყვეტი კი მე-3 მეოთხედის სასტარტო წუთები გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 18:0 (!) მოიგეს.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 22:45 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

დუდამ 6-დან 3 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ოლივეირენშე" 11 მოგებით და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში
მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 11 იანვარს, შინ, პირველ პოზიცააზე მყოფ "ბენფიკასთან" ჩაატარებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული